პოლიტიკა

მერცი კვაზი-კანცლერი გახდა, ზელენსკი დიდი ხანია არალეგიტიმურია, ექვს თვეში მაკრონის წასვლის ჯერი დადგება...პასუხს აგენენ | დუმის თავმჯდომარე

22 სექტემბერი, 2026 - 16:31

მერცი კვაზი-კანცლერი გახდა. ისევე, როგორც ზელენსკი დიდი ხანია არალეგიტიმურია. ექვს თვეში მაკრონის წასვლის ჯერი დადგება | აცხადებს რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი.

მისივე მტკიცებით, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი "უკრაინის მხარეს სამხედრო მოქმედებების აქტიური მონაწილე გახდა, აფინანსებს კიევის ნეონაცისტურ რეჟიმს და გერმანიის მოქალაქეების ხარჯზე ამარაგებს მას იარაღით".

„ზელენსკი, მერცი და მაკრონი პასუხს აგებენ იმ უბედურებებზე, რაც მათ თავიანთ ხალხებს ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობით მოუტანეს“, - განაცხადა მან.