მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს აქვს სახელი და სანამ ეს ომი გრძელდება, ეს სახელები სანქციების სიებში უნდა დარჩეს | ზელენსკი
"მადლობელი ვარ ჩვენი ლატვიელი მეგობრების – პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსის, ლატვიის პრემიერმინისტრ ანდრის კულბერგსის და ევროკავშირის სხვა პარტნიორების იმისთვის, რომ ინარჩუნებთ იურიდიულ ფრონტს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომთან დაპირისპირებაში. ვინაიდან რუსეთი ზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების რაოდენობას - წუხელ და დღის განმავლობაში კვლავ იყო თავდასხმები დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით - მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. განსაკუთრებით იმათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს პუტინის ომს და ვინც სარგებელს იღებს აგრესიისგან. მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს აქვს სახელი და სანამ ეს ომი გრძელდება, ეს სახელები სანქციების სიებში უნდა დარჩეს. მსოფლიოს სჭირდება არა სანქციების სიებიდან პოლიტიკური ამოღება, არამედ პერსონალური სანქციების დროული და უპირობო გაგრძელება მანამ, სანამ მოსკოვი არ ჩაერთვება სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში და არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ თავისი ომის დასასრულებლად. ეს არის ყველაზე მოკლე გზა მშვიდობისკენ, რომლისკენც ყველანი მივესწრაფვით. თითოეული უკრაინული ოჯახი ევროკავშირის ერთიანობისა და სოლიდარობის იმედზეა“ | ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.