უცხოეთი

შსს: ესპანეთში ე.წ "წამების ოთახის" საქმეზე დაკავებული პირები არც საქართველოს მოქალაქეები და არც ეთნიკურად ქართველები არ არიან

22 სექტემბერი, 2026 - 18:03

შსს-ში მთავარს განუცხადეს, რომ ესპანეთში ე.წ "წამების ოთახის" საქმეზე დაკავებული პირები არც საქართველოს მოქალაქეები და არც ეთნიკურად ქართველები არ არიან.


გუშინ ესპანურმა მედიამ ქვეყნის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ესტეპონაში საცხოვრებელ სახლში "წამების ოთახი" აღმოაჩინეს - საქმეზე კი საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს. მოგვიანებით კი 2 გაათავისუფლეს, რადგან მათ წამების კვალი ეტყობოდათ. მედიის ცნობით,  საცხოვრებელ სახლში პოლიციამ სპეციალური ოთახი და ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინა. სამართალდამცველები სახლში მას შემდეგ შევიდნენ, რაც ადგილზე სამუშაოდ მისული კაცი სახლიდან დაზიანებული სხეულით გამოვიდა - მისმა ცოლმა კი პოლიციას მიმართა.