რუსული მედია: სტავროპოლში ავარიაში მოყოლილი მგზავრების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა
ფედერალურ ავტომაგისტრალ „კავკაზზე“, სტავროპოლის მხარეში მომხდარ მძიმე ავარიაში მოყოლილი ავტობუსის მგზავრების უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. საგანგებო სამსახურების წინასწარი მონაცემებით, ისინი საქართველოს მოქალაქეებად არიან იდენტიფიცირებულნი | წერს რუსული ТАСС რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით

"წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა. ავტობუსიც ქართულია" | განუცხადეს ТАСС-ს

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევა 30 აგვისტოს ღამეს, ავტომაგისტრალ „კავკაზზე“, დასახლება ინოზემცევოსთან მოხდა. საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა. მომხდარზე გამოძიებას სტავროპოლის მხარის პროკურატურა აწარმოებს