ახალციხის მერია თემურ თათარაშვილს კონცერტისთვის 10 000 ლარს გადაუხდის
ახალციხის მერია თემურ თათარაშვილს კონცერტისთვის 10 000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს, რომ გამარტივებული შესყიდვის პირობების მიხედვით, თათარაშვილმა 90 წუთის განმავლობაში უნდა იმღეროს
„ჩვენ პერიოდულად ჩამოგვყავს ხოლმე მომღერლები და მოსახლეობისთვის ვმართავთ კულტურულ ღონისძიებებს. [...] ჩემი აზრით, უადგილოა მაგ შეკითხვის დასმა [იწვევენ თუ არა მუნიციპალიტეტში იმ მომღერლებსაც, ვინც მათ პოლიტიკას აკრიტიკებს]... ცოტა უცნაურია... გადაწყვეტილებას იღებს მერი, ვინ ჩამოიყვანოს და ვინ - არა... შეგიძლიათ ნახოთ, ვინ მყავდა მანამდე ჩამოყვანილი და ვისაც ჩამოვიყვან, ეს არის მერის გადაწყვეტილება" | ამბობს მათთან საუბრისას ახალციხის მერი, ვარლამ წიკლაური