აზერბაიჯანი არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს
"აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის კანდიდატმა მარატ კამბოლოვმა "გაიმარჯვა". საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 99% დაითვალა. მათი ინფორმაციით, "არჩევნებში" აქტივობა 73,2% იყო, რაც 32 000-ზე მეტი ამომრჩეველია.