პოლიტიკა ციტატა

მზად ვართ, შევწყვიტოთ რუსეთის ენერგეტიკაზე დარტყმა, თუ ისინი არ დაარტყამენ ჩვენს ენერგოსისტემას, გათბობის სისტემებს, წყლის ინფრასტრუქტურას...

22 სექტემბერი, 2026 - 23:25 · ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ

"ჩვენ მზად ვართ, რომ შევწყვიტოთ რუსეთის ენერგეტიკაზე დარტყმა, თუ ისინი არ დაარტყამენ ჩვენს ენერგოსისტემას, გათბობის სისტემებს, წყლის ინფრასტრუქტურას..." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ნიუ-იორკში

"ჩვენ ვისაუბრეთ როგორ დავასრულოთ ომი, ეს არის პრიორიტეტი. ჩვენ მზად ვართ. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთი მზადაა დღევანდელი მდგომარეობით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტაზე. დეტალებში შესვლა არ გვინდა, ჩვენ მზად ვართ, შევწყვიტოთ მათ ენერგეტიკაზე დარტყმა, რაზეც სურთ, რომ არ დავარტყათ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მათი დიზელი, საწარმოები თუ სხვა რამ. ჩვენ მზად ვართ, თუ ისინი არ დაარტყამენ ჩვენს ენერგოსისტემას, გათბობის სისტემებს, წყლის ინფრასტრუქტურას. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატით ენერგეტიკაზე ცეცხლის შეწყვეტაზე. თუ არ ვურტყამთ ენერგეტიკას, ეს მოიაზრებს ყველა სახის ენერგეტიკას, ყველაფერს, ასეთია ჩვენი წინადადება. მადლიერები ვართ ამერიკული მხარის, ისინი გაუზიარებენ ამას რუსებს. მე არ ვიცი როგორია მათი პოზიცია. ღმერთმა ქნას, ამერიკულმა მხარემ იპოვოს გზა, მათ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე წამოსაყვანად", - განაცხადა ზელენსკიმ