რუსეთში, სამარის ოლქში, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც უკრაინელებმა გუშინ დაბომბეს, კვლავ ხანძარია
რუსეთში, სამარის ოლქში, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც უკრაინელებმა გუშინ დაბომბეს, კვლავ ხანძარია | ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება. უკავშირდება თუ არა ეს ახალ დარტყმებს, ამჟამად უცნობია.
კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არის რუსეთის ერთ-ერთი უძველესი და მსხვილი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ქალაქ სამარაში მდებარეობს და კომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის. ქარხნის გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ტონა ნავთობია. ის აწარმოებს 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის მაღალი ხარისხის ბენზინს, დიზელსა და მაზუთს. ის უზრუნველყოფს საწვავით რუსეთის ცენტრალურ და ვოლგისპირეთის რეგიონებს, ასევე მისი ნაწილი ექსპორტზეც გადის.