დააკავეს პირი, რომელიც „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელებს ამზადებდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირი პირი, რომელიც „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელებს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ამზადებდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი - სულ 97 ბოთლი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.