უკრაინაში რუსეთის მიერ საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციამ ოპერირება დაიწყო | პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა
უკრაინაში რუსეთის მიერ საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციამ ოპერირება დაიწყო | ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
"უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციამ ოპერირება დაიწყო.მოქმედი პროცედურების შესაბამისად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ, საჰაერო ოპერაციების ცენტრის - საჰაერო კომპონენტის სარდლობის მეშვეობით, მის განკარგულებაში არსებული აუცილებელი ძალები და საშუალებები აამოქმედა. საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სახმელეთო სისტემები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი.
ეს ქმედებები პრევენციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებასა და დაცვას, განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ მყოფი ზონების მიმდებარე რაიონებში. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკონტროლებს მიმდინარე სიტუაციას, ხოლო დაქვემდებარებული ძალები და საშუალებები მზადყოფნაში რჩებიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის" - ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.