კრიმინალი

ყვარელში კაცმა 85 წლის ქალი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის დაწვა სცადა

23 სექტემბერი, 2026 - 16:10
ყვარელში კაცმა 85 წლის ქალი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის დაწვა სცადა | ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ მოხუცი ხევის განაპირას მდებარე სახლში მარტო ცხოვრობდა და მასთან თავდამსხმელი სახლში სავარაუდოდ გვიან, ღამით შეიჭრა. სოფელში ამბობენ, რომ ქალმა რამდენიმე დღით ადრე თხილი გაყიდა და სოციალური დახმარება აიღო. არსებული ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და ცხედრის დაწვით დანაშაულის კვალის დაფარვას შეეცადა. გამოცემა წერს, რომ საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.