ერთ წელიწადში რუსეთმა 890 კვ.კმ დაიკავა და 270 ათასი ადამიანი დაკარგა, უკრაინამ კი 800 კვ.კმ გაათავისუფლა | ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"პუტინმა წელს დაახლოებით 890 კილომეტრი დაიკავა, ჩვენ კი 800 კვ.კმ გავათავისუფლეთ. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით მას წელიწადში დამატებით 90, ვთქვათ 100 კილომეტრი აქვს [დაკავებული]. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ადრე, როდესაც ისინი (ოკუპანტები) წელიწადში დაახლოებით 3 000 - 4 000 (კმ)-ს იკავებდნენ... რუსეთმა 270 000 ადამიანი დაკარგა. 100 კილომეტრის ფასი ძალიან მაღალია, ასე რომ პუტინი ვერც იგებს და ვერც აგებს... ბრძოლის ველზე თითქმის ყველაფერი გაჩერებულია. პუტინი ბევრს ლაპარაკობს რუსეთის წარმატებებზე ბრძოლის ველზე, მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის, რომ მისი გენერლები მას სიმართლეს არ ეუბნებიან“ - განაცხადა ზელენსკიმ.