პუტინისტი რუსი ვეტერანი მოციგურავე ბათუმში იმყოფება
პუტინისტი რუსი ვეტერანი მოციგურავე ბათუმში იმყოფება - ევგენი პლუშენკო ფიგურული ციგურაობის ტურნირს დაესწრება, რომელშიც მისი შვილი აზერბაიჯანის სახელით მონაწილეობს.
პლუშენკო Instagram-ზე ყინულის სასახლიდან ვიდეოსაც აქვეყნებს. „ცხელი ბათუმის ყინულზე“ - წერს რუსი სპორტსმენი ვიდეოს აღწერაში.
პლუშენკო პუტინის დიდი მხარდამჭერი და ნდობით აღჭურვილი პირია. ISU Junior Grand Prix Batumi 2026 24-დან 26 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.