„როცა რუსეთმა ეს ომი დაიწყო, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ უკრაინის დრონები ერთ დღეს მის სამხედრო ქარხნებს სადღაც ციმბირში მიწვდებოდა“ | ზელენსკი
„როცა რუსეთმა ეს ომი დაიწყო, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ უკრაინის შორ მანძილზე დარტყმითი დრონები ერთ დღეს მის სამხედრო ქარხნებს სადღაც ციმბირში მიწვდებოდა - ათასობით კილომეტრში ჩვენი საზღვრიდან. არცერთი რუსი ადმირალი ელოდა, რომ ჩვენ შევძლებდით ჩაგვეძირა რუსეთის სიამაყე - ხომალდები, რომლებსაც უნდა ებატონათ ზღვაზე, მაგრამ ვერ გადაურჩნენ ჩვენს საზღვაო დრონებს“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის სიღრმეში, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე განხორციელებულ დარტყმებზეც ისაუბრა: „როცა ნიუ-იორკისკენ მოვფრინავდი, ოკეანის თავზე წავიკითხე პრეზიდენტ ტრამპის პოსტი, რომ რუსეთმა დაკარგა კონტროლი თავის დიზელის ინდუსტრიაზე უკრაინასთან მისი ომის გამო და რთულია წარმოიდგინო ამაზე უფრო დამამცირებელი დანაკარგი ქვეყნისთვის, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი უკავია და ამდენად ამაყობს თავისი ნავთობის ექსპორტით. მე ვციტირებ, დიზელის საწარმოების დიდი რაოდენობა აფეთქებულია, როგორც მინიმუმ დროებით გამოსულია მწყობრიდან და ეს სიმართლეა - რუსეთი ჩაფლავდა! და პოსტის შეჯამებაც სიმართლეა - ეს სასაცილო და დაუსრულებელი ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს. მე არ ვიცი ერთი მსოფლიო ლიდერიც კი, რომელიც სხვაგვარად იტყოდა, არ ვიცი არავინ, ვინც ამ ომის ღიად მხარდამჭერია, გარდა ერთი კაცისა" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.