ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში დრონების განგაშის გამო 45 წუთის განმავლობაში ფრენები სრულად შეჩერდა
ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში დრონების განგაშის გამო 45 წუთის განმავლობაში ფრენები სრულად შეჩერდა
აეროპორტის პრესსპიკერის კომენტარს გამოცემა BILD ავრცელებს: „20:00 საათზე აეროპორტის ჩრდილოეთ ასაფრენ ზოლზე დრონი შენიშნეს. 20:20 საათზე აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დაიკეტა. 21:05 საათიდან საჰაერო სივრცე კვლავ გაიხსნა.“ გამოცემა წერს, რომ მიუხედავად საჰაერო სივრცის გახსნისა, აფრენა და დაფრენა დაგვიანებით სრულდებოდა. თვითმფრინავების ნაწილი კი დრეზდენში და ლაიფციგში გადაამისამართეს.
ლაიფციგში გადამისამართებული ერთ-ერთი თვითმფრინავის პილოტმა 3 დრონი შენიშნა და მეორე წრეზე წავიდა. BILD წერს, რომ ამ დროს თვითმფრინავში მათი გასართობი განყოფილების ხელმძღვანელი, ტანია მეი იმყოფებოდა. „კიოლნიდან მომავალ Eurowings-ის თვითმფრინავში ვიმყოფებოდი, ფრენა ისედაც აგვიანებდა. მოულოდნელად, ბერლინის აეროპორტში დაშვების პროცესი შეწყდა, რადგან ზუსტად ჩვენ წინ, ფრენის ტრაექტორიაზე დრონი შენიშნეს. დრონის გამოჩენის შესახებ კაპიტანმა გამოაცხადა. ამის შემდეგ მან დაფრენა შეწყვიტა, მეორე წრეზე წავიდა და სხვა ტრაექტორიით დაეშვა“ - იხსენებს ტანია მეი.