უცხოეთი ციტატა

რუსეთი თავის ომში 47 ქვეყნის მოქალაქეს იყენებს. პირდაპირ მივმართავ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს - არ მისცეთ პუტინს უფლება ჩაგითრიოთ ამ ომში! | ზელენსკი

24 სექტემბერი, 2026 - 00:18

„ჩვენ სამხედრო ტყვეები გვყოლია არა მხოლოდ ჩრდილო კორეიდან, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი თავის ომში 47 ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს... ჩვენი დრონებით გადაღებულ კადრებში ვხედავთ, როგორ იხოცება ფრონტზე ხალხი, რომელიც არ არის რუსი - ხალხი თქვენი ქვეყნებიდან, 47 ქვეყნიდან! ხალხი, რომელიც რუსეთში მოტყუებითა და ხრიკებით აღმოჩნდა, მინდა პირდაპირ მივმართო ამ 47 ქვეყნის წარმომადგენლებს - თქვენ იცით, რას აკეთებს რუსეთი, თქვენი ხალხის გამოყენებით. იზრუნეთ მათზე და არ დაუშვათ აღმოჩნდნენ სხვა ფრონტზე, არ მისცეთ პუტინს უფლება ჩაგითრიოთ ამ ომში“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას