რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ელექტროქვესადგურზე ხანძარი გაჩნდა
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ელექტროქვესადგურზე ხანძარი გაჩნდა | ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი ცნობით, ეკატერინბურგში, „კალინინსკაიას“ ელექტროქვესადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ეს ქვესადგური ელექტროენერგიით ამარაგებს რეგიონის მსხვილ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს - მათ შორის კალინინის სახელობის ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს.