ნიუ-იორკში მყოფ ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ
ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების სხვა მაღალჩინოსნებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ - ინფორმაციას Netgazeti ავრცელებს და წერს, რომ არსებული ინფორმაციით, იმავე რესტორანში კობახიძეც უნდა მისულიყო, თუმცა პროტესტის დაანონსების პარალელურად, სავარაუდოდ, გადაიფიქრა.
“ბოჭორიშვილი მობრძანდა. არ გრცხვენიათ? რომელ მთავრობას ემსახურებით "დიფ სტეიტის" ქვეყანაში? ლაპარაკიც რომ არ იცის, საცოდავი“ - ისმის შეძახილები გავრცელებული კადრებიდან.