უცხოეთი ციტატა

„მივიღეთ გადაწყვეტილება, სომხური პროდუქციის 80%-ს ევროკავშირში ტარიფების გარეშე შესვლის უფლება მივცეთ“ | მარტა კოსი

24 სექტემბერი, 2026 - 21:45

"დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, სომხური პროდუქციის 80%-ს ევროკავშირში ტარიფების გარეშე შესვლის უფლება მივცეთ.
ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთის მიერ სომეხი მწარმოებლებისა და ფერმერებისთვის საკუთარი ბაზრის ჩაკეტვაზე, რაც ევროპასთან დაახლოების შესახებ სომხეთის დემოკრატიულ არჩევანს მოჰყვა.
ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს სომხეთის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი" | წერს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი X-ზე.