უცხოეთი ციტატა

„თქვენ გინდოდათ კიევის აღება სამ დღეში. როგორ მოხდა, რომ ოთხი წლის შემდეგ მოსკოვი ცეცხლშია გახვეული?“ | სიბიჰა ლავროვს

25 სექტემბერი, 2026 - 00:30

"მე ვიცი სულ მცირე სამი შეკითხვა, რომლებზეც მას (ლავროვს) პასუხის გაცემა არ შეუძლია. პირველი: რატომ არ სურს თქვენს პრეზიდენტს ჩვენს პრეზიდენტთან შეხვედრა ამ ომის დასასრულებლად? მეორე: აგვისტოში თქვენ დაკარგეთ ათიათასობით ჯარისკაცი სულ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის დასაპყრობად. რისთვის დაიღუპნენ ისინი? და მესამე: თქვენ გინდოდათ კიევის აღება სამ დღეში. როგორ მოხდა, რომ ოთხი წლის შემდეგ მოსკოვი ცეცხლშია გახვეული? დუმილი იქნება მისი ერთადერთი გულწრფელი პასუხი. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავასრულოთ ეს ომი“ | თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.