უცხოეთი

14 წლის წინ მე ამ ტრიბუნასთან წითელი ხაზი გავავლე. პირობა დავდე, რომ ხელს შევუშლიდი ირანის მკვლელ დიქტატურას ბირთვული იარაღის შექმნაში | ნეთანიაჰუ

25 სექტემბერი, 2026 - 10:09

"14 წლის წინ მე ამ ტრიბუნასთან წითელი ხაზი გავავლე. პირობა დავდე, რომ ხელს შევუშლიდი ირანის მკვლელ დიქტატურას ატომური ბომბების, ბირთვული იარაღის შექმნაში, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელის განადგურებას და რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელ მსოფლიოს. სწორედ ეს გავაკეთეთ.

ახლა ნება მომეცით გითხრათ ისეთი რამ, რამაც შესაძლოა გაგაკვირვოთ. ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება რთული იყო. ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იყო. მაგრამ ჩემთვის, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია პრემიერმინისტრის პოსტზე. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ჩვენ ყველანი მკვდრები ვიქნებოდით.

ახლა, გსურთ მოისმინოთ უდიდესი ირონია?საკუთარი თავის დაცვით, ისრაელი ასევე იცავს ბევრ იმ ქვეყანას, რომელთა დელეგატებმაც ახლახან დატოვეს ეს დარბაზი! მინდა იცოდეთ, რომ მათი ლიდერებიდან ბევრი პირადად, ფარულად გვიხდის კიდეც მადლობას ირანის ბირთვული იარაღის განადგურებისთვის. ძნელი წარმოსადგენია ამაზე უფრო შოკისმომგვრელი თვალთმაქცობა, მაგრამ ეს სწორედ ასეა..." | განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნეთანიაჰუს გამოსვლის დაწყების წინ, ქვეყნების დელეგაციების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. ნეთანიაჰუს ტრიბუნასთან გამოჩენას სტვენა და შეძახილები მოჰყვა.