ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკთან ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკთან ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა - "მთავარის" ინფორმაციით, მანქანა ღობეს შეეჯახა. დაიღუპა მგზავრი და ავტომობილის მძღოლი.
როგორც შსს-მ "მთავართან" საუბრისას განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.