ოკუპირებული ტერიტორიებიდან 21 ადამიანი უკრაინელი დაბრუნდა. 4 საქართველოსა და მოლდოვის გავლით | ლუბინეცი
უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 21 უკრაინელი დააბრუნეს, მათგან 4 საქართველოსა და მოლდოვის ჰუმანიტარული დერეფნების გავლით. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან - ბაბუა, მამა და 2 მცირეწლოვანი გოგონა. "მათ დედის გამო დევნიდნენ, რომელიც პროუკრაინული პოზიციის გამო დააკავეს და ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს" | აღნიშნავს უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი.
მისივე ინფორმაციით, სამი ოჯახი ხერსონის ოლქიდანაა და ოკუპაციამდე ისინი მეზობლები იყვნენ