პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა - დიახ, მე მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება: უკრაინა მიიღებს ლიცენზიებს Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის | ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიუ-იორკში დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მას აცნობა, რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკი ამის შესახებ ჟურნალისტებთან ონლაინ-კომუნიკაციის დროს განაცხადა.
„არსებობს კონკრეტული შეთანხმებები. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა: „დიახ, მე მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება: უკრაინა მიიღებს ლიცენზიებს Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის“ | აღნიშნა ზელენსკიმ.