საზოგადოება

ბელარუსის მოქალაქე, რომელიც ხუთი წელი ელოდებოდა პოლიტიკურ თავშესაფარს, საქართველოში დააკავეს

25 სექტემბერი, 2026 - 23:44
ბელარუსის მოქალაქე, ლევ მიხეევი რომელიც ხუთი წელი ელოდებოდა პოლიტიკურ თავშესაფარს, საქართველოში დააკავეს | ინფორმციას გამოცემა Pozirk უფლებადამცველი რომან კისლიაკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელბს. კისლიაკის თქმით, საქართველოში ის მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციაში და იღებდა მუქარას ბელარუსის KGB-სგან.
 
მათივე ცნობით, 25 სექტემბრის დილას მიხეევი სოფელ მარტყოფში მდებარე საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამმართველოში დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გასაახლებლად მივიდა. იქ ის დააკავეს და გასაუბრებისთვის თბილისში, დეპარტამენტში გადაიყვანეს. ამის შემდეგ მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყდა.
 
ლევის საქმე დაახლოებით სამი წელია განხილვის პროცესშია. ამჟამად ის, სავარაუდოდ, თავშესაფრის მაძიებელია და საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოშია განსახილველად. თუმცა, შესაძლებელია, რომ ის უკვე განხილულია და მას ამის შესახებ შეტყობინება არ მიუღია. ასეთ შემთხვევაში, ის შესაძლოა დეპორტაციის მიზნით დააკავეს“ | განმარტა კისლიაკმა.