სამტრედიაში ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა
სამტრედიაში ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა | ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს და წერს, რომ კაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა.
მათივე ცნობით, გზად მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც 25 წლამდე კაცი ავტომობილიდან გადმოვიდა და მატარებელი დაეჯახა. გამოცემა წერს, რომ ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.