არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი. მთავარი დავალებაა რომ არ უნდა არსებობდეს ავტორიტეტები | კობახიძე
"არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არამარტო ფეხბურთელი, რომელიც ამ ადამიანებს, რეალურად აგენტურას არ ჰყავს ან გალანძღული, ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული. სხვადასხვა სპორტის სახეობას ეხება ეს ყველაფერი...მთავარი დავალება რა არის ამ შემთხვევაშიც, რომ არ უნდა არსებობდეს ავტორიტეტები საზოგადოებაში და ყველას უნდა შეეხონ. ამით ისინი ჩვენს სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებენ. თუმცა ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ სპორტი არის ის, რაც საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს და აქაც კი ცდილობენ, რომ სხვაგვარი რიტორიკა შემოიტანონ, რაც მიმართულია საზოგადოების გახლეჩვის მცდელობისკენ " | თქვა კობახიძემ ოცნების პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლის კითხვაზე: "ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უკვე მასიურ ხასიათს იღებს. ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს?"