ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის ხალხისთვის გამარჯვებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. 33 წლის წინ, სოხუმი ოკუპაციისგან გათავისუფლდა |
ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის ხალხისთვის გამარჯვებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა | აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი გუნბა. გუნბას განცხადებით, "სახელმწიფოს მეთაურის" რანგში მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო 2025 წლის ვლადისლავ არძინბას წლად გამოცხადება, რომლის დროსაც "რესპუბლიკაში" 200-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა.
გუნბას თქმით, დაიწყება გუდაუთაში მდებარე იმ სახლის რეკონსტრუქცია, რომელიც ცნობილია როგორც „ვლადისლავ არძინბას შტაბი“ და მისი აღდგენა „გამარჯვების“ მორიგ წლისთავამდე დააანონსა.
მისივე თქმით, აღიმართება ძეგლი და გაიხსნება მუზეუმიც. „ვლადისლავ არძინბას ძეგლის ჩვენს მთავარ მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, აღმართვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა სეპარატისტმა გუნბამ.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, "სოხუმის გათავისუფლების დღედ" აღნიშნავს.
გუნბამ მისალოცი წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ის წერს:
"33 წლის წინ, სამშობლოს მამაცი დამცველების მიერ გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობის წყალობით, ჩვენი დედაქალაქი - ჩვენი საყვარელი, უძველესი და ლამაზი სოხუმი - 13 თვეზე მეტი ოკუპაციის შემდეგ გათავისუფლდა... აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის პირველივე დღიდან, ჩვენი ჯარისკაცები და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, ვლადისლავ არძინბას მეთაურობით, მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი მშობლიური ქალაქი გათავისუფლდებოდა. ურთულესი განსაცდელებისა და წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ჩვენმა დამცველებმა არ უკან დაიხიეს და არ დაკარგეს გამარჯვების რწმენა. განახლებული ენერგიით განაგრძეს ბრძოლა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოაახლოვეს თავისუფლების დიდი ხნის ნანატრი დღე... დღეს სოხუმი ვითარდება. ჩვენი საერთო მიზანია, დედაქალაქი თანამედროვე, მოვლილი და საცხოვრებლად კომფორტული გავხადოთ, იმ ადამიანების შესაფერისი, ვინც ის იარაღით ხელში დაიცვა და სიცოცხლე შესწირა."| წერს ბადრა გუნბა.