საზოგადოება ციტატა

სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგაც დაკარგული სამშობლოს, დანგრეული ცხოვრების და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი კვლავ იგრძნობა მრავალ ოჯახში | გერმანიის საელჩო

27 სექტემბერი, 2026 - 10:35
“დღე, რომელიც თაობებს აერთიანებს.არსებობს თარიღები, რომლებიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში ღრმად იბეჭდება. 27 სექტემბერი საქართველოსთვის ასეთი დღეა.სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგაც დაკარგული სამშობლოს, დანგრეული ცხოვრების და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი კვლავ იგრძნობა მრავალ ოჯახში - მათ შორის იმ თაობაშიც, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას. გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება“- წერს გერმანიის საელჩო გავრცელებულ განცხადებაში.
 
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, ზუსტად 33 წლის წინ, სოხუმის დაცემით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქცა.