ნიდერლანდები მოსახლეობას რუსული დივერსიისთვის ამზადებს - მთავრობა ოჯახებს მოუწოდებს, სახლში იქონიონ 72 საათის სამყოფი საკვები, წყალი და სხვა აუცილებელი ნივთები
ნიდერლანდები მოსახლეობას რუსული დივერსიისთვის ამზადებს - მთავრობა ოჯახებს მოუწოდებს, სახლში იქონიონ 72 საათის სამყოფი საკვები, წყალი და სხვა აუცილებელი ნივთები | ინფორმაციას Financial Times ავრცელებს და წერს, რომ მთავრობა სამოქალაქო მზადყოფნის მასშტაბურ წვრთნებს იწყებს, რაც რუსეთის მხრიდან გაზრდილ ჰიბრიდულ თავდასხმებსა და დივერსიებს უკავშირდება.
ნიდერლანდების მთავრობა ოჯახებს მოუწოდებს, სახლში იქონიონ 72 საათის სამყოფი საკვები, წყალი, ელემენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.
წვრთნების ფარგლებში იქმნება საგანგებო მხარდაჭერის ცენტრები. ასევე, ინტერნეტისა და მობილური ქსელის გათიშვის შემთხვევისთვის დამონტაჟდა Starlink-ის ტერმინალები
ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა, დავიდ ვან ველმა განაცხადა, რომ ცივი ომის შემდეგ დასავლეთმა სამოქალაქო მდგრადობა დაკარგა. მისი თქმით, დროა აღდგეს ინფრასტრუქტურა, რათა მოსახლეობამ უკეთ გაძლოს ელექტროენერგიის გათიშვის, კიბერთავდასხმების, დივერსიებისა თუ წყალდიდობების დროს.
დასავლური დაზვერვის (მათ შორის ნიდერლანდების AIVD-ის) მონაცემებით, რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ, რაც „ომსა და მშვიდობას შორის არსებულ ბინდის ზონაში“ მიმდინარეობს.