პოლიტიკა ციტატა

პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს... ჩვენი ვალია მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს იყო მათი ოცნება | კობახიძე

27 სექტემბერი, 2026 - 11:44
პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს... ჩვენი ვალია მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს იყო მათი ოცნება | ამის შესახებ თქვა გმირთა მემორიალთან კობახიძემ ისე, რომ მას რუსეთი არ უხსენებია.
 
“ეს არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს პირველ რიგში ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს და პატივს მივაგებთ მათ გმირობას, მათ ხსოვნას და ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ, რომ გვაქვს ვალი ამ გმირების წინაშე. ჩვენი ვალია მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად . ეს იყო მათი ოცნება. ზუსტად ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირები და ჩვენი ვალია მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიან გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მათი ოცნების ასახდენად“ - თქვა კობახიძემ.