პოლიტიკა ციტატა

მამუკა მდინარაძემ ღირსეული კვალი დატოვა, როგორც მაღალი დონის პროფესიონალმა...მის გარეშე რთული იქნება მუშაობა - ბერიძე

1 სექტემბერი, 2026 - 13:13

"მინდა გამოვეხმაურო მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას. მან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ღირსეული კვალი დატოვა, როგორც მაღალი დონის პროფესიონალმა, გამორჩეულმა მენეჯერმა, პრინციპულმა და გუნდის ერთგულმა ადამიანმა. მის გარეშე რთული იქნება მუშაობა, თუმცა პატის ვცემ მის გადაწყვეტილებას და გულწრფელად ვუსურვებ მას წარმატებას მომავალ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან საქმეს მოხმარდება" - ამბობს "ქართული ოცნების" მომღერალი დეპუტატი, არჩილ ბერიძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.