პოლიტიკა

საქართველოს განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა | პაპუაშვილი

27 სექტემბერი, 2026 - 11:56
 
"ის, რომ ჩვენ 90-იან 2000-იან წლებში ამდენი ომები და დაპირისპირება გადავიტანეთ, ჩვენი ქვეყანა ათეულობით წლებით უკან დახია თავის განვითარების გზაზე და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რომ ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია ინარჩუნებს უწყვეტ მშვიდობას და საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში 4 ხელისუფლებიდან სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაა ის, რომელმაც შეძლო საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება... ჩვენმა უახლოესმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ უფრო ბუნებრივი მდგომარეობა იყო კონფლიქტები და ომები და ჩვენ ამ კალაპოტიდან, საქართველოს განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა" - თქვა პაპუაშვილმა.