შემოდგომის ბოლომდე ვგეგმავთ ბალისტიკური რაკეტის მომზადებას, რომელსაც მოსკოვამდე მიღწევა შეეძლება. სამიზნეს უკრაინის შეარაღებული ძალები გადაწყვეტს | Fire Point-ის თანადამფუძნებელი
უკრაინული სამხედრო კომპანია Fire Point შემოდგომის ბოლოსთვის ახალი FP-9 ბალისტიკური რაკეტის გაშვებისთვის მომზადებას გეგმავს. კომპანიის თანადამფუძნებლის, ირინა ტერეხის განცხადებით, "რაკეტას საკმარისი დიაპაზონი ექნება მოსკოვის რეგიონში სამიზნეებზე დასარტყმელად". ტერეხის ინფორმაციით, ახალი ბალისტიკური რაკეტის დაფარვის დიაპაზონი დაახლოებით 850 კმ-ია. მისივე თქმით, სამიზნეებს არა კომპანია, არამედ უკრაინის თავდაცვის ძალები არჩევს.
"პირველ რიგში, მე ალბათ ყველა უკრაინელზე მეტად ველოდები, როდის გაფრინდება ბალისტიკა მოსკოვისკენ და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, 24/7-ზე მთელ ჩვენს გუნდთან ერთად. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი თარიღები და ვგეგმავთ ამის გაკეთებას შემოდგომის ბოლომდე. კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც მოსკოვამდე უნდა მიაღწიოს. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, ვქმნით გარკვეულ პლატფორმას, რომელსაც აქვს მოსკოვამდე მიღწევის შესაძლებლობა. იქნება თუ არა სამიზნედ არჩეული მოსკოვი - ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების გადასაწყვეტია. Fire Point, როგორც იარაღის მწარმოებელი, სამიზნეებს არასდროს ირჩევს. Fire Point იძლევა ინსტრუმენტს, კონკრეტულ საბრძოლო საშუალებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დანიშნულებისამებრ." - აცხადებს ირინა ტერეხი