ხელვაჩაურში მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად დაღუპულია 5 წლამდე ასაკის ბავშვი და დაშავებულია 3 ადამიანი. მთავარის ინფორმაციით, ისინი ქვეითად გადაადგილდებოდნენ
ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავარიის შედეგად დაღუპულია 5 წლამდე ასაკის ბავშვი. დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი. მთავარის ინფორმაციით, ყველა მათგანი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მიკროავტობუსი შეეჯახა. მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.