პოლიტიკა ციტატა

გვსაყვედურობთ, რატომ არ აგინებ ხმამაღლა რუსეთსო... რატომ უნდა დააჭერინო ხელში საბაბი სამხედრო აგრესიისთვის?

1 სექტემბერი, 2026 - 13:35 · მაჭავარიანი

"ჩვენ რაღაცას გვაბრალებენ ხოლმე რუსეთთან მიმართებაში ერთადერთი მიზეზის გამო. ჩვენ ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არც ერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება შეამციროს ამის ალბათობა... თქვენც გვსაყვედურობთ ხოლმე, კოლეგებს მივმართავ ბატონი გახარიას პარტიიდან - უტრირებულად ვიტყვი, რომ ხმამაღლა რატომ არ აგინებთ რუსეთსო - და თუ შენ გწამს იმისი, რომ შენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნო, ამ შემთხვევაში არ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამას შეამცირებს. თუ შენ იცი, რომ რუსეთი არის აგრესორი და მას სჭირდება მხოლოდ საბაბი, რომ განახორციელოს სამხედრო აგრესია, ეს საბაბი რატომ უნდა დააჭერინო ხელში? ამას ხომ უგუნური პოლიტიკა ჰქვია, რასაც ზოგადად აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა, მათ შორის თქვენ გვთავაზობთ? ეს არის მოცემულობა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი მეზობელი, ჩვენ გვაქვს ასეთი რეალობა და მოცემულობა, ჩვენ ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ... ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ რაღაცა ტიპის რისკები გავზარდოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო და ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხვდება ამას" - ამბობს ლევან მაჭავარიანი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.