სამხრეთ კორეა უკრაინისგან ბოდიშს ითხოვს - სეულმა კიევი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემასთან დაკავშირებული საიდუმლო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
სამხრეთ კორეა უკრაინისგან ბოდიშს ითხოვს - სეულმა კიევი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემასთან დაკავშირებული საიდუმლო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინამ სამხრეთ კორეას გადასცა ტყვედ ჩავარდნილი ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი. ისინი 2025 წლის იანვარში, კურსკის ოლქში დაატყვევეს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიუნგმა მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ ამ ფაქტის გასაიდუმლოებაზე, ჩრდილოეთ კორეაში დარჩენილი ამ ჯარისკაცების ოჯახის წევრების სიცოცხლის დაცვის მოტივით.
სეულის განცხადებით, უკრაინის მხრიდან ასეთი შეთანხმების არსებობის უარყოფამ ქვეყნებს შორის ნდობა მძიმედ დააზიანა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ ტყვეების გადაცემის ფაქტი გააჟღერეს და ოპერატიული დეტალები არ გაუსაჯაროებიათ.