მე ზელენსკის ვუთხარი: თქვენ უნდა შეამციროთ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები. ზელენსკიმ თქვა - კარგი, ალბათ ასე მოვიქცევით | ტრამპი
Fox News-თან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის პირადად მოუწოდა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემცირებისკენ.
"მე ზელენსკის ვუთხარი: თქვენ უნდა შეამციროთ ენთუზიაზმი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან დაკავშირებით. არსებობს სხვა ზომებიც, რომელთა მიღებაც მას შეუძლია. ზელენსკიმ თქვა - კარგი, ჩვენ ალბათ ასე მოვიქცევით" | თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, უკრაინული დრონები კვლავ აგრძელებენ რუსულ ქარხნებზე იერიშებს. ბოლო დღეებში დარტყმები განხორციელდა „ლუკოილის“ პერმისა და ნოვოშახტინსკის ქარხნებზე, რის გამოც საწარმოებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ.