უცხოეთი

ევროკავშირი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნებისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს | POLITICO

28 სექტემბერი, 2026 - 10:03

ევროკავშირი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნებისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს | გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ბრიუსელი ისტორიაში პირველად განიხილავს კონკრეტული მიზნობრივი თარიღების დაწესებას მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის, რათა მათ გაწევრიანების მოლაპარაკებების საკვანძო ეტაპები დაასრულონ.

როგორც ევროკომისიის ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც წინადადებების პროექტზე მუშაობენ, POLITICO-ს განუცხადეს, მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკების“ შექმნა განიხილება.

"ეს ოთხი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების ლიდერად მიიჩნევა, თუმცა ისინი მაინც აწყდებიან ნელ პროგრესსა და ბუნდოვან ვადებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება მათი ოფიციალურად მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი დიდი ხანია მხარს უჭერს მათ განაცხადებს წევრობაზე, ეს საგზაო რუკები იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მათ მისცემენ გარანტიებს - თუ ისინი გააგრძელებენ არსებით რეფორმებს, ბლოკში მიიღებენ - და ასევე შესთავაზებენ სავარაუდო ვადებს მოლაპარაკებების დასასრულებლად." | ნათქვამია POLITICO-ს სტატიაში.