ოპერაცია „ვივალდის“ მესამე სეზონი დასრულდა | უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქში სულ 176 კმ² გაათავისუფლა და 250-ზე მეტი ოკუპანტი დაატყვევა
უკრაინის მესამე საარმიო კორპუსმა ოპერაცია „ვივალდის“ მესამე სეზონი დაასრულა, რა დროსაც გაათავისუფლა დონეცკის ოლქის დასახლებები ნოვე, რიდკოდუბი და კატერინოვკა, ხოლო კარპივკასა და ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი აღადგინა | ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 საარმიო კორპუსის მეთაური, გენერალი ანდრეი ბილეცკი. მისი თქმით, ამ დასახლების გარშემო მდებარე სიმაღლეებზე კონტროლი ინიციატივის ფლობის საშუალებას იძლევა.
"მტერი შეცდომაში შევიყვანეთ და ნამდვილი დარტყმა გამორჩა. რუსები დარტყმას შანდრიჰოლოვე-ზელენა დოლინას მიმართულებით ელოდნენ და იქ რეზერვები უაზროდ დაწვეს. რეალური დარტყმა კი დასახლებულ პუნქტ ნოვეზე განხორციელდა, რომელიც ოკუპანტების მთავარ ლოგისტიკურ ჰაბს წარმოადგენდა პლაცდარმზე" | განაცხადა ბოლეცკიმ გავრცელებულ შეტყობინებაში.
როგორც მან აღნიშნა, თავდაცვითი ზღუდეების გასარღვევად გამოიყენეს უნიკალური მეთოდი - ძველი საბჭოთა ჯავშანტრანსპორტიორები -БТР-60, გადააკეთეს მიწისზედა რობოტიზებულ კამიკაძე-კომპლექსებად, რომლებითაც მტრის ყველაზე გამაგრებული პოზიციები ააფეთქეს.
მისივე ინფორმაციით, "ვივალდის" ბოლო ეტაპზე გათავისუფლდა 51 კმ² , ხოლო ოპერაციის დაწყებიდან სულ 176 კმ². რუსების დანაკარგი 2 000 სამხედროს შეადგენს, ხოლო 250-ზე მეტი ოკუპანტი ტყვედ ჩავარდა.
კონტრშეტევით ოპერაციას კოდური სახელწოდებით "ვივალდი" უკრაინის არმია დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით, ლიმანის მიმართულებით, უკვე რამდენიმე თვეა ატარებს.