სიგნალები პოზიტიურია, თუმცა სიმჩატე არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ბურთი აშშ-ის მოედანზეა | მაჭავარიანი
“რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ მხოლოდ პოზიტიურ სიგნალებს ვაკვირდებით ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ საქართველოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, ძალიან კარგი შეხვედრები შედგა. ბატონმა პრემიერმაც აღნიშნა იმ ხანმოკლე კომუნიკაციის შესახებ, რომელიც მას ბატონ ტრამპთან და ბატონ რუბიოსთან ჰქონდა. სიგნალები პოზიტიურია, თუმცა ბევრჯერ გვითქვამს, რომ “სიმჩატე” არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ბურთი ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზეა. მათაც იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და გავწეროთ გზამკვლევი დროსა და სივრცეში, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები”- განაცხადა ოცნების დაპუტატმა მაჭავარიანმა.
კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ გაეროში ვიზიტის დროს მას "გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან".
"აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს" | თქვა კობახიძემ.