უცხოეთი

კრემლმა რობერტ მადიარ ბროვდის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 20 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა | WSJ

28 სექტემბერი, 2026 - 13:29

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal -ის ინფორმაციით, კრემლმა პოსტსაბჭოთა კრიმინალური ქსელების მეშვეობით 20 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის ადგილსამყოფელის ან კოორდინატების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.

უკრაინული დრონების მაღალი ეფექტურობის გამო, კრემლმა „მადიარი“ ლიკვიდაციის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აქცია | აცხადებენ უპილოტო სისტემების ძალებში.

რუსულმა სასამართლოებმა უკრაინელი „მადიარი“ დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ ტერორიზმის ბრალდებებში და პატიმრობაც მიუსაჯეს.

 "სიცოცხლისთვის არსებული სერიოზული საფრთხის გამო, მადიარი და მისი ქვედანაყოფები უსაფრთხოების მკაცრ ზომები იცავენ. ჟურნალისტები, რომლებიც მის საიდუმლო სამეთაურო პუნქტს ეწვივნენ, ჰყვებიან, რომ ბაზაზე შესვლამდე ტელეფონები გამორთეს და სპეციალურ ქეისებში მოათავსეს, რათა GPS, Wi-Fi ან მობილური სიგნალი არ დაფიქსირებულიყო. ისინი საიდუმლო ადგილამდე მუქი მინების მქონე ავტომობილებით მიიყვანეს, რათა დაეფარათ მარშრუტი იმ ობიექტამდე, რომელიც, ჟურნალისტების ცნობით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს." | წერს The Wall Street Journal