დედოფლისწყაროში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით, ადგილობრივი დააკავეს
დედოფლისწყაროში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით, ადგილობრივი, 20 წლის ბიჭი დააკავეს. როგორც "დედოფლისწყაროს ახალი ამბები" იუწყება, მას სიღნაღის სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სსკ-ის 137-ე გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. ამავე ინფორმაციით, ბრალდებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილიც შშმ პირია, თუმცა სტატუსი არ აქვს.