პოლიტიკა ციტატა

ივანიშვილმა, როგორც ჯაბა იოსელიანმა, ახალგაზრდობა შესვა ნარკოტიკებზე, დაასაქმა მძარცველურ ქოლცენტრებში და ამ ყველაფრის კონტროლი დაავალა პოლიციას და უშიშროებას | მიხეილ სააკაშვილი

28 სექტემბერი, 2026 - 14:13

"90-იანი წლები იყო დრო, როცა საქართველოში გამეფებული იყო კრიმინალი, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჯაბა იოსელიანმა შესვა კრიმინალზე და ნარკოტიკებზე, ხალხს აყაჩაღებდნენ როგორც ბანდები, ასევე სამართალდამცავი ორგანოები. ვარდების რევოლუციამ ამ ყველაფერს დაუსვა დიდი წერტილი. ორგანიზებული დანაშაული ნულზე დავიდა, ქუჩის კრიმინალი განეიტრალდა, საქართველოში გაჩნდა ახალი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც იცავდა ხალხს და იყო კორუფციისგან თავისუფალი. ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე, დაასაქმა მძარცველურ ქოლცენტრებში და ამ ყველაფრის კონტროლი დაავალა პოლიციას და უშიშროებას, და წილების მასთან ატანა, და როდესაც ლილუაშვილმა ეს წილი მოუტეხა, ის დაისაჯა. სულ არ არის შემთხვევითი, რომ შევარდნაძის დროის შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა 90-იანების მთავარი კრიმინალური სინდიკატი, ახლახან დაუნათესავდა ივანიშვილის ოჯახს... მე არავის მოვუწოდებ რეჟიმის დამხობისკენ. უბრალოდ გეუბნებით: რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს - ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება. " | განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე