უცხოეთი

რუსებმა რეაქტიული დრონებით კიევის ცენტრში მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს

28 სექტემბერი, 2026 - 15:39

„რუსეთის დარტყმა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის შენობაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, აქრობენ ხანძარს, ეძებენ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა შენობაში იმყოფებოდნენ. ყველა სამსახური მობილიზებულია. დღესვე კიევში თავდასხმა განხორციელდა ფარმაცევტულ კომპანიასა და ავტოგასამართ სადგურებზე, დნიპროში ბიზნესცენტრზე, ხოლო სხვა ქალაქებსა და რეგიონებში ასევე სამოქალაქო ობიექტებზე, საწარმოებსა და კავშირგაბმულობის ობიექტებზე. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები… ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. რუსეთი ამაზე პასუხს აუცილებლად მიიღებს. უკრაინის თითოეულმა პარტნიორმა ამ ტერორითა და ასეთი დარტყმებით უნდა დაინახოს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ეს არის რეალურად ადამიანების სიცოცხლის მხარდაჭერა, იმის მხარდაჭერა, რომ ტერორი არასდროს და არსად არ უნდა იქცეს ნორმად. რუსეთმა ყველაფერ ამაზე პასუხი უნდა აგოს და რეალური შედეგები იგემოს. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას!“ | ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

რუსულმა ძალებმა კიევის ცენტრში უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის შენობას რეაქტიული დრონებით დაარტყეს. ადგილზე ძლიერი ხანძარია. შენობის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. მიმდინარეობს შენობაში მყოფი ადამიანების საევაკუაციო და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც. ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემები დაღუპულებისა და დაშავებულების თაობაზე არ დასახელებულა.