სვანეთში 20 წლის ტურისტ გოგოს ეძებენ
სვანეთში 20 წლის ტურისტ გოგოს ეძებენ - ის, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქალი საქართველოში მარტო მოგზაურობდა. მასთან დაკავშირება კი ბოლოს გუშინ, მესტიაში შეძლეს. მისი ავტომობილი ჭალაადის მყინვართან იპოვეს.
შსს-ში მთავარს უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში პოლიციასთან ერთად სამაშველო სამსახურიც არის ჩართული.