პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის 2 441 630 „ერთეულამდე“ გაზრდის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის 2 441 630 „ერთეულამდე“ გაზრდის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.
„დადგინდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობა 2 441 630 ერთეულის ოდენობით, მათ შორის 1 550 500 სამხედრო მოსამსახურე“, - წერია პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში. ამ ბრძანებით პუტინმა შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 15,5 ათასი ადამიანით გაზარდა. მსგავს ბრძანებას პუტინი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ აწერს ხელს. წინა დოკუმენტებს მან ხელი მარტში, ივნისსა და ივლისის ბოლოს მოაწერა