რუსეთს სურს, რომ გაძლიერებული თავდასხმების ხარჯზე, კიევს 2027 წლის გაზაფხულამდე კაპიტულაცია აიძულოს | ISW
რუსეთს სურს, რომ გაძლიერებული თავდასხმების ხარჯზე, კიევს 2027 წლის გაზაფხულამდე კაპიტულაცია აიძულოს | ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ავრცელებს. მათი ეცნობით, ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას კრემლთან დაკავშირებული სამხედრო ბლოგერების განცხადებები იძლევა.
მათივე ცნობით, რუსი პროპაგანდისტული ბლოგერები აღიარებენ, რომ რუსული სახმელეთო სამხედრო მოქმედებები ვერ აჩვენებს იმ შედეგს, რასაც კრემლში ელიან, ამიტომ უკრაინაზე თავდასხმები საჰაერო გზით გაძლიერდება.
ამავე ანალიზის თანახმად, ეს სტრატეგია ეყრდნობა უკრაინის შეზღუდულ შესაძლებლობას, ჩამოაგდოს რეაქტიული ძრავის მქონე დრონები, ასევე 2026–2027 წლების ზამთარში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების პოტენციურ დეფიციტს. კვლევის მიხედვით, კრემლში ფიქრობენ, რომ უკრაინის ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურა მომდევნო თვეებში შეუჩერებელი ზეწოლის ქვეშ ჩამოიშლება