პარტია „იაბლოკოს“ არჩევნებიდან მოხსნისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის EU-მა რუსი მოსამართლეები და პროკურორები დაასანქცირა
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუს მოსამართლეებს, პროკურორებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ომის საწინააღმდეგო ერთადერთი რუსული პარტია Yabloko-ს საპარლამენტო არჩევნებიდან უკანონო ჩამოშორებასა და რეპრესიებში.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქცირებულთა ახალ სიაში 10 მაღალჩინოსანი მოხვდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლე და გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანები. ის პროკურორები, რომლებმაც „იაბლოკოს“ ლიდერებს - ლევ შლოსბერგს მაქსიმ კრუგლოვსა და ნიკოლაი რიბაკოვს პოლიტიკური განაჩენები გამოუტანეს.
შლოსბერგს ანტისაომარი პოზიციის გამო რუსეთის სასამართლომ 17 აგვისტოს 11 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას „არმიის დისკრედიტაციასა“ და „სამხედრო დეზინფორმაციის“ გავრცელების ბრალდება აქვს. შლოსბერგის განაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე კი პარტია „იაბლოკოს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმეს.
დასანქცირებულ პირებს სრულად გაეყინებათ აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე, აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა და ევროპულ კომპანიებსა თუ მოქალაქეებს მათთან რაიმე სახის ფინანსური კავშირის ქონა.