ეროვნული ინტერესების დაცვის პროცესში ვართ იმაზე დამოუკიდებელნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ | შარტავა
"სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეების განმავლობაში [სოხუმის დაცემის 33 წლისთავი], გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრმა მსოფლიოს ლიდერების წინაშე კიდევ ერთხელ გააჟღერა ჩვენი ქვეყნის პოზიცია მშვიდობიანი პოლიტიკის, მომავალი ხედვისა და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. ქვეყნისა, რომელმაც ძალიან კარგად იცის ომის ფასი, მაგრამ რჩება არა წარსულის ტკივილში, არამედ მტკიცედ აშენებს მომავალს და აყალიბებს ძლიერ თანამედროვე სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს. ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ეს არის იმ ყოველდღიური შრომის შედეგი, რომელსაც საფუძვლად ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა უდევს. და ჩვენ, ამ ინტერესების დაცვის პროცესში ვართ იმაზე დამოუკიდებელნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ" | თქვა ოცნების დეპუტატმა ლიკა შარტავამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.